logo
ENG



მეუფე იაკობის თქმით, საპატრიარქო ძალადობაზე პასუხისმგებლობას "აბსოლუტურად" არ გრძნობს

07 ივლ 202112:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/07/vwtlk63rge9t8h8.jpg

მეუფე იაკობის თქმით, საპატრიარქო ძალადობაზე პასუხისმგებლობას "აბსოლუტურად" არ გრძნობს. კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებმაც მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს, ქუჩაში გამოსვლისკენ სწორედ საპატრიარქომ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის მონაწილეები ქუჩაში საერთოდ არ გამოსულან, მეუფე იაკობი მაინც მათი მხრიდან პროვოცირებაზე საუბრობს.

"ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრნობ, თუმცა ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. ჩვენ გვქონდა ინფორმაციები, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ... მათ უკან ვინც იდგა, უშუალოდ თაბაგარზე და სხვებზე არ ვლაპარაკობ, ვინც მაგათ უკან იდგა და აძალებდნენ, არ შეეცვალათ და არ გადაეტანათ, მაგის პროვოცირებებს რომ აპირებდნენ, ვიცოდი", - ამბობს მეუფე იაკობი.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი გაათავისუფლეს.


close დახურვა